ქვეყანაში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა კორონავირუსის ინფექციის – ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

„ჯერჯერობით, ქვეყანაში არ ფიქსირდება კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა “, – განაცხადა დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

„გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომელიც, ჩვენი კლასიფიკაციით, არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც დამყარდა მათზე განსაკუთრებული ზედამხედველობა. აქედან 2 გახლდათ ბავშვი, ტყუპები, რომლებიც ყაზბეგიდან გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. მათ სწრაფი ტესტებით დაუდასტურდათ, რომ იყო A ტიპის H1  ვირუსი, შემდგომ კი აღნიშნული  დადასტურდა ლუგარში მოლეკულური კვლევებითაც“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან შემოვიდნენ, ჩაუტარდათ სწრაფი ტესტები და მათ არ აღმოაჩნდათ გრიპი. მათ მდგომარეობა საღამოსთვის იყო დამაკმაყოფილებელი.

მისივე თქმით, 4-ივე პაციენტის მონაცემები იგზავნება როტენდამში, როტენდამიდან კი ბერლინში, რათა დადასტურდეს, რომ ნამდვილად  არ არის კორონავირუსი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით,  ძალიან სწრაფად იზრდება ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და ორი დღის განმავლობაში ის 1982-ით გაიზარდა.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 9 692 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის – 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. მომატებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 2013 ადამიანი. ასევე, დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile