რა ხდება ჩვენს სამეზობლოში - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

პუბლიკა

Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 28 050 208-ია. მათგან 20 117 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 908 434 კი გარდაიცვალა.

რუსეთი (166 414 აქტიური შემთხვევა)

ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულია 1 041 007 ადამიანი. ხოლო დაღუპულია 18 135 პირი, მათ შორის ბოლო 24 საათში – 142.

სომხეთი (3 224 აქტიური შემთხვევა)

სომხეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია – 905. იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც. გუშინ კიდევ 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 45 152-ია. მათგან 41 023 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

აზერბაიჯანი (2 058 აქტიური შემთხვევა)

ერთ დღეში ინფიცირების 175 შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ აზერბაიჯანში. სულ კი Covid-19-ის 37 732 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 35 119 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 555 ადამიანი, აქედან 3 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

თურქეთი (23 918 აქტიური შემთხვევა)

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულია 284 943 ადამიანი. მათგან 254 188 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 6 837 მოქალაქე, აქედან ბოლო 24 საათში 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირანი (31 645 აქტიური შემთხვევა)

გარდაცვალების 127 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ირანში. სულ გარდაცვლილია 22 669 ადამიანი. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 393 425, მათგან ბოლო ერთ დღეში 2 313 შემთხვევა გამოვლინდა. ირანში, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 339 111 ადამიანი.


რაც შეეხება საქართველოს: StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით, დღეს კორონავირუსის ყველაზე მეტი 54 შემთხვევა დადასტურდა. სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა – 1830. მათგან გამოჯანმრთელებულია 1334 მოქალაქე და გარდაცვლილია 19 პირი.