რა შედეგს მოიტანს დაწესებული შეზღუდვები - იმნაძის განმარტება

პუბლიკა

„იმედი გვაქვს, რომ ავადობა შემცირდება ამ პერიოდისათვის და სამედიცინო სექტორი შეძლებს გადაძაბვის გარეშე ავადმყოფების მოვლა-პატრონობას, მკურნალობას“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ შეკითხვას, თუ რის მიღწევას ვარაუდობენ გუშინ დაწესებული შეზღუდვების შედეგად, რომელიც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„რეალისტები თუ ვიქნებით, რა თქმა უნდა, იმედი გაქვს, რომ მოსახლეობაც გაითვალისწინებს იმ, მართლაც, მძიმე სიტუაციას, როდესაც ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები ეწირებიან ყოველდღიურად, ათეულობით ადამიანი, კორონავირუსს და მაქსიმალურად დავიცავთ ყველა არსებულ რეგულაციას.

ასეთ პირობებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ავადობა შემცირდება ამ პერიოდისათვის და სამედიცინო სექტორი შეძლებს, გადაძაბვის გარეშე ავადმყოფების მოვლა-პატრონობას, მკურნალობას. ეს პერიოდი ყველაზე მძიმე იქნება და ამ პერიოდის გავლა დაგვჭირდება; ამ პერიოდში, კიდევ მოემატება აცრილთა ფენა, რაც საშუალებას მოგვცემს… რა თქმა უნდა, ავადობა გაგრძელდება, მაგრამ, რაც მთავარია, მსხვერპლი აღარ იქნება“, – განმარტავს იმნაძე.