რაგბის ქომაგები: დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება

პუბლიკა

ქართული რაგბის ქომაგების გვერდი Facebook-ზე წერს, რომ ახლა რაც ხდება ქვეყანაში სამარცხვინოა და გული შესტკივათ ამაზე.

„დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ ექაჩება.
ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა.

P.S. ჩვენ ვართ ქომაგთა გვერდი და გული გვტკივა იმაზე, რაც ახლა ხდება“, – წერენ ქართული რაგბის ქომაგები.