რელიგიური შეკრებები გაუქმდა ირანში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა – აიათოლა ხამენეი

ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ტვიტერზე მორწმუნეებს ეროვნული კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ირანში ყველა სახის ღვთისმსახურება დროებით შეწყვეტილია.

„ყველამ უნდა მიადევნოს თვალი ეროვნული კომიტეტის რეკომენდაციებს კორონავირუსთან გამკლავებისთვის. რელიგიური შეკრებებიც კი გაუქმდა ირანში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენს ისტორიაში, თუმცა ეს გარდაუვალი იყო. დაე, ღმერთმა დაიფაროს და განკურნოს ამ დაავადებისგან ადამიანები“,– წერია ხამენეის განცხადებაში.

ირანში, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით 21 638 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსის შედეგად გარდაცვლილი კი – 1685.