„რესპუბლიკური პარტიის" ინიციატივა თანამდებობის პირთა შერჩევის წესზე

ვასკა მათითაიშვილი

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა თავისი პარტიის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციას წარუდგენს. ინიციატივის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს წევრების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და მთავარი პროკურორის დამტკიცებას აუცილებლად  ოპოზიციის თანხმობა უნდა სჭირდებოდეს.

„აქ მე მინდა გავაჟღერო ინიციატივა, რომლის შესახებაც ჩვენ

ვფიქრობთ და გვაქვს ასეთი აზრი.. როგორ ავიცილოთ თავიდან პოლიტიზება ძალოვანი სტრუქტურების…. ამ მხრივ ჩვენ ვფიქრობთ და გვაქვს ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს წევრების, სუს-ის უფროსისა და მთავარი პროკურორის დამტკიცება პარლამენტის მიერ ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ოპოზიციის თანხმობა… ანუ ეს თანამდებობის პირები ოპოზიციის თანხმობის გარეშე ვერ უნდა ინიშნებოდნენ… ეს გამორიცხავს მთლიანად იმას, რაც დღეს გვაქვს. როდესაც ბიძინა  ივანიშვილი ქვეყანას მართავს უშიშროების, პოლიციის და „ქართუს“ კადრებით“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.