Reuters: ბრიტანელი მეცნიერი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას 2 კვირაში ვარაუდობს

ვასკა მათითაიშვილი

Sky news-ზე დაყრდნობით, გამოცემა Reuters წერს, რომ წამყვანმა ბრიტანელმა მეცნიერმა, რობინ შეტოკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის პროცესში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწია.

მან ვაქცინის შექმნის სავარაუდო დრო 2-3 წლიდან 14 დღემდე შეამცირა.

რობინ შეტოკი, რომელიც ლონდონის საიმპერიო კოლეჯში ლორწოვანი ინფექციებისა და იმუნიტეტის ჯგუფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში დაიწყებს შექმნილი ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას.

„კონვენციური მეთოდები, როგორც წესი, 2-დან 3 წლამდე პერიოდს საჭიროებს“, – განუცხადა შეტოკმა sky-ის, – „ჩვენ კი ამ მიმდინარეობის ნაცვლად, ორ კვირაში წარვადგენთ კანდიდატს ლაბორატორიაში“.

ვაქცინაცია, მაინც დაგვიანებულია უკვე არსებული ეპიდაფეთქებისთვის, თუმცა, Sky-ის ცნობით, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება შემდეგი ეპიდაფეთქების შემთხვევაში.