რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

პუბლიკა

მწერალსა და რეჟისორს რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ მარიონეტების თეატრში გაიმართება.

როგორც ცნობილია, რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.