როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით - ეზუგბაიას განცხადება

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევების უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდგნაირად ნაწილდება:

  • 87 – აჭარა
  • 28 – სამაგრელო
  • 19 –  იმერეთი
  • 6 -გურია
  • 18 – თბილისი

მარინა ეზუგაბიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი შემთხვევების რეკორდული, 158 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან, ძალიან სწრაფი და მყისიერი ქმედებები ტარდება დაავადების ლოკალიზებისთვის.

„ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სწრაფი კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ლოკალიზებულია ცაგერიც. იმერეთსა და სამეგრელოშიც ძალიან აქტიურად ხდება კონტაქტების გამოვლენა“,- განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განხცადებით, მკურნალობას გადის 586 ადამიანი. თუმცა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა ახალი მოდელი, ჰოსპიტალის შემდგომი მკურნალობისა და მეთვალყურეობის, რაც გულისხმობს იმას, რომ უსიმპტომო პაციენტები გადავლენ საკარანტინე ტიპის სასტუმროში და იქ განაგრძობენ მკურნალობას.

მარინა ეზუგბაიამ მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან ყველა წესი ინფიცირების თავიდან ასარიდებლად.


ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 158  შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.   ინფიცირებულთა ჯამი – 2075-ია.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2075
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1363
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41