როგორც კი იქნება სპეციალისტების რჩევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - კალაძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ როგორც კი დარგის სპეციალისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას გასცემენ, მუნიციპალური ტრანსპოსტი მუშაობას დაიწყებს.

„ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდინ რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს კახა კალაძემ.

რა როდის გაიხსნება – დეტალები 6 -ეტაპიანი შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე

ვის რამდენით დაეხმარება სახელმწიფო

შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები