რომის პაპმა ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობას მხარი ღიად დაუჭირა

პუბლიკა

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას.

რომის პაპმა დოკუმენტურ ფილმ „ფრანცისკეში“ თქვა, რომ ჰომოსექსუალები „ღვთის შვილები არიან და მათ უფლება აქვთ, ოჯახი ჰყავდეთ“.

ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა.

რომის პაპს ერთნაირსქესიანი წყვილების მხარდამჭერი განცხადებები აქამდეც გაუკეთებია, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთნაირსქესიანი წყვილების კავშირზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა მივიღოთ სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი. ეს მათ სამართლებრივად დაიცავს. მე ამას მხარს ვუჭერ“, – დასძინა რომის პაპმა.

სამოქალაქო პარტნიორობა ქორწინების მსგავსად სამართლებრივად აღიარებული ერთობაა, რომელიც მიზნად ისახავს ერთნაირსექსიანი წყვილების ურთიერთბის სამართლებრივ აღიარებას. სამოქალაქო პარტნიორობა წყვილებს ძირითადად ისეთ უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ქორწინება.