რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა ბზობის ლიტურგია ცარიელ ტაძარში აღასრულა

რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, მამა იოანე ხელაიამ ბზობის ლიტურგია ცარიელ ტაძარში აღასრულა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქიები (უცხოეთში მდებარე ეპარქიები) ადგილობრივ ხელისუფლებათა საკარანტინო ზომებს ემორჩილებიან და ღვთისმსახურებას მორწმუნეთა გარეშე ატარებენ. სახელისუფლებო შეზღუდვების თანახმად იტალიაში საჯარო ღვთისმსახურება დროებით შეჩერებულია.

რომის ქართული სამრევლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.