რთულია დაჯერება რომ პოლიტიკურად მოტივირებული არ არის - გალერი უგულავას დაკავებაზე

ვასკა მათითაიშვილი

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სპიკერი საგარეო საკითხებზე, მაიკლ გალერი გიგი უგულავას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

“შემაშფოთებელი სიახლეები გვესმის საქართველოს შესახებ. არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენთვის ცნობილი ხდება ასევე ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. რთულია იმის დაჯერება, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმის გარშემო კონსენსუსს”,- წერს გალერი.