რუსებმა უკრაინაში წყალსაცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, მიმდინარეობს დამბის აღდგენა

პუბლიკა

წუხელ კრივი-რიჰში კარაჩუნივის წყალსაცავზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს და დამბის დანგრევა სცადეს. უკრაინელები თავდასხმისგან გამოწვეული ზიანის აღმოფხვრას ცდილობენ. ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთმა დამბას „კინჟალისა“ და „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტები ესროლა და დამბა ორ ადგილას დაზიანდა. სარაკეტო იერიშის შედეგად მდინარე ინგულეცზე წყლის დონემ ზოგ ადგილას 1-დან 2 მეტრამდე მოიმატა. დაზიანდა ჰიდროტექნიკური ინფრასტრუქტურა. წყლის დონის მატების გამო კი დაიტბორა 100-ზე მეტი სახლი.

რეზნიჩენკოს თქმით, უკრაინელები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, წყლის დონემ დილით უკვე 13 სანტიმეტრით დაიწია და გრძელდება მუშაობა რუსების მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

LB loan image desktop LB loan image mobile