რუსეთმა 7 ივნისს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით. იერიშის შედეგად, ცხრა-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა – 21.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქზე თავდასხმაში 53 ერთეული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი მართვადი ავიაბომბი და ერთი რაკეტა გამოიყენეს.