რუსეთმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქთან ახლოს კაშხალი დაბომბა

პუბლიკა

რუსეთმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქთან, კრივი რიჰთან ახლოს წყალსაცავის კაშხალი დაბომბა. კაშხალსა და მდინარეს ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ესროლეს რაკეტა.

ქალაქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა მედიასთან განაცხადა, რომ ზოგიერთი დასახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა კაშხალზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, რამდენიმე აფეთქება ღამით მდინარეში წყლის ნაკადის გაზრდას ისახავდა მიზნად, რათა წყალს კაშხალი გაერღვია.

ოფიციალური პირების თქმით, წყალმა კაშხალი გაარღვია, მდინარის ნაპირებიდან გადავიდა და რამდენიმე სახლი დატბორა. სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ქალაქ კრივი-რიჰში დაიბადა, რუსეთი წყალსაცავზე თავდასხმის შემდეგ  „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია.

„თქვენ ხართ სუსტები, რომლებიც ებრძვით მშვიდობიან მოსახლეობას; ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოქცეულნი, სადღაც შორიდან ცდილობთ, ზიანი მიაყენოთ მოსახლეობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით.

დღეს ქალაქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, რომ, დილის მონაცემებით,  წყლის დონე საკმაოდ დაეცა.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile