„რუსთავი 2-ის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. ინფიცირებული „კურიერის” ერთ-ერთი ჟურნალისტია.

მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები.