რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ბინაში ხანძარია

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის მე-7 სართულის ბინაში ხანძარია. „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ შენობა ამ დროისთვის ევაკუირებულია. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო ეკიპაჟი. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.