საბერძნეთში ვნების კვირეულში პოლიცია ეკლესიებთან პატრულირებას მოახდენს

ვნების კვირეულის განმავლობაში საბერძნეთში პოლიციის პატრულირების ობიექტი ეკლესიები იქნებიან. პატრულირების მიზანია მორწმუნეთა მხრიდან საკარანტინო შეზღუდვების დარღვევის და მსახურებებზე მათი დასწრების პრევენცია.

საკარანტინო პერიოდში რამდენიმე ბერძენმა სასულიერო პირმა საჯარო ღვთისმსახურების ჩატარება სცადა. 13 აპრილს ამ მიზეზით კორფუს მიტროპოლიტ ნექტარიუსის წინააღმდეგ ქალაქის პროკურორმა საქმე აღძრა. მიტროპოლიტმა სახელისუფლებო შეზღუდვების მიუხედავად, წმინდა სპირიდონის კათედრალში წირვა აღავლინა, რომელსაც ქალაქის მერი და რამდენიმე მორმწმუნე ესწრებოდა.

 

[irp posts=”26667″ name=”საჯარო ღვთისმსახურების გამო კორფუს მიტროპოლიტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა”]