საფრანგეთი დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ჟან-ბაპტისტ ლემოიენის განცხადებით, საფრანგეთი საზღვრებს ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთბვის გახსნის, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს მიერ შემუშავებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდნენ, მათ შორის საქართველოსთვის.

„დღეიდან საზღვრებს ვხსნით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს პირველ სიაში მოხვდნენ. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები მათ მისაღებად მზად არიან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში”, – დაწერა ლემოიენმა საკუთარ Twitter-ზე.

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების ოფიციალური სია 30 ივნისს გამოაქვეყნა. სიაში 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის საქართველო. სია სარეკომენდაციო ხასიათისაა. რომელ ქვეყნებთან აღადგენენ მიმოსვლას ევროპის ქვეყნები, კონკრეტული ხელისუფლებების გადაწყვეტილებას ექვემდებარება.