საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვასკა მათითაიშვილი

კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა აზიის გარეთ. საფრანგეთში პარასკევს 80 წლის ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა.

„გუშინ შემატყობინეს, რომ 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა… რომელსაც მწვავე რესპირატორული ინფექცია სჭირდა“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, აგნეს ბუზინმა.

ჩინელი ტურისტი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, საფრანგეთში 16 იანვარს ჩავიდა, 25 იანვარს კი ის საავადმყოფოში მოათავსეს. იგი ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში ცხოვრობდა, სადაც პირველად დაფიქსირდა ეპიდაფეთქება. საავადმყოფოში იმყოფება გარდაცვლილის ქალიშვილიც, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მას საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

დღეის მონაცემებით, ევროპის 9 ქვეყანაში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევა. მათ შორის 16 – გერმანიაში.

Reuters-ის ინფორმაციით, კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე დღემდე ვირუსით ინფიცირების 70 548, ხოლო ვირუსით შედეგად გარდაცვალების 1 770 შემთხვევაა დაფიქსირებული.