სახელმწიფო ეკლესიის ხელმძღვანელობასთან სამარცხვინო გარიგებაშია - ბასილ კობახიძე

პუბლიკა

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის დღესთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული ონლაინაქციაზე ჩაერთო ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი ბასილ კობახიძე.

მან ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.

ის ამბობს, რომ სახელმწიფო სამარცხვინო გარიგებაში შევიდა ეკლესიის ამ ხელმძღვანელობასთან და თავისი სუვერენიტეტი დათმო.  რათა ხელმა ხელი დაბანოს და შემდგომი არჩევნები სწორედ ამგვარი რიტორიკით მოიგოს.

ბასილ კობახიძის თქმით, ისეთი მარგინალური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჰომოფობიით ცდილობენ ფონს გასვლას, ყველა ქვეყანაშია და თავიანთი მარგინალური ადგილი გააჩნიათ, თუმცა აქ ჩვენთან,  კლერიკალურ კორპუსს საშუალება ეძლევა,  სეკულარული, საერო სივრცე დაიკავოს.

კობახიძე ამბობს, რომ ეკლესიის მიერ 17 მაისის რელიგიურ დღესასწაულად ქცევას საუკუნეობრივ დტადიციებთან არაფერი აკავშირებს, ოჯახის სიწმინდის დღე გამოგონებულია, და ეკლესიამ რელიგიული დღესასწაულები დაარსა რაღაცის საწინააღმდეგოდ, რაღაცის გასანადგურებლად.

“ეს უპირველეს ყოვლისა არის სახელმწიფოს დანაშაული. პოლიტიკური კლასი უნდა გამოვიდეს ამ მოჯადოებილი წრიდან. და პირველ ადგილზე ხალხის ინტერესი და სახელმწიფოს სუვერენიტეტი დააყენოს” – ამბობს თეოლოგი.

ყოფილი დეკანოზი ამბობს, რომ სუვერენიტეტის შელახვა ჩვენ სწორედ ამ პანდემიის დროს ვნახეთ, როდესაც სახლემწიფომ  ეკლესის კაპრიზების  წინაშე, უკან დაიხია. “ის რომ არ მოხდა ეპიდაფეთქბა, საქართველოში (როცა სხვა ქვეყებში მძიმე მდგომარეობაა, და კიდევ ღმერთმა იცის რა მოხდება, რადგან ეს ვირუსი არსად წასულა) ეს შემთხვევითობაა, მაგრამ ჩვენ უკვე ეკლესიის მხრიდან ვაწყდებით ამ ვირუსის ჯერ კიდევ არშექმნილი ვაქცინის წინააღდეგ პროპაგანდას”. – ამბობს კობახიძე.