სამადაშვილი: სამწუხაროდ, მთავრობის წევრების ციხეში არგაშვება შეუძლებელი ხდება

ვასკა მათითაიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

„ბრისელში ერთ-ერთ შეხვედრაზე გაგვიზიარეს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ. ჩვენც დავეთანხმეთ, რომ აჯობებდა. სტრასბურგში იმავე ხალხს ხვალ ვეტყვით, რომ ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი ხდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.