საქართველოს გაუმარჯოს! | მიშელი ხელმოწერის ცერმონიას ეხმაურება

პუბლიკა

ამ წუთებში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის ცერემონია იმართება.

შარლ მიშელი ხელმოწერის ცერმონიას  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შეთანხმება საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ ხალხის ინტერესები წინ დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა მხარეს“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.