საქართველოს მოსახლეობის 80% არ არის ჩართული დაგროვებით საპენსიო პროგრამაში – NDI

პუბლიკა

საქართველოს მოსახლეობის 80%  ამჟამად არ არის ჩართული დაგროვებით საპენსიო პროგრამაში, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკარტიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული.

შეკითხვაზე, ხართ თუ არა ჩართული დაგროვებით საპენსიო პროგრამაში – მოსახლეობის მხოლოდ 19% პასუხობს, რომ ჩართულია. პროგრამაში ჩართული მოსახლეობის 38% კი აცხადებს, რომ დანაზოგს გაიტანდნენ, შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 18-დან 34 წლამდე მოქალაქეების 35%-ია ჩართული დაგროვებით საპენსიო პროგრამაში; 35-58 წლის მოქალაქეების 20%-ია ჩართული,  ხოლო 55 წელს ზემოთ მოქალაქეების – 3%. 


აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

LB loan image desktop LB loan image mobile