საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დროებით კოლექტიური ლოცვები შეაჩერა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეაჩეროს ყველა სახის კოლექტიური ლოცვა.

„ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა… ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება”, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით ინდივიდუალური ლოცვისთვის მეჩეთები ღია დარჩება. სამმართველო მოუწოდებს მორწმუნეებს, შეინარჩუნონ ოპტიმიზმი და გაითვალისწინონ ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები.