საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ პრეზიდენტის  ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა.