საქართველოს პრეზიდენტმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის იწყალებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

მისი თქმით, ის არ იწყალებს სხვისი თხოვნით, ან კარნახით.

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.