საქართველოს USAID დაახლოებით 67 მლნ დოლარის ოდენობით გრანტს გამოუყოფს - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე საქართველოს USAID დაახლოებით 67 მილიონი დოლარის ოდენობით გრანტს გამოუყოფს. ეტაპობრივად კი შესაძლებელი იქნება გრანტის მოცულობის 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

„ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებულების მმართველობის გაძლიერბას და დემოკრატიული მიღწევების გაგრძელბას, იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს , დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად დასავლური ორიენტაციის გაძლიერაბს ემსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.