„საქართველოში 16 მილიარდი m³-ის გაზის საბადო დადასტურდა” - ნავთობისა და გაზის სააგენტო

პუბლიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მახსლობლად 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა.

ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მედიის ცნობით, ბუნებრივი აირი კომპანია „ლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია „ბლოკ ენერჯი“.

გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

„ბლოკ ენერჯი” ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.

ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს “ბლოკ ენერჯი”, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. “ბლოკ ენერჯის” აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile