საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ხელფასზე 575 ლარით მეტია – საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 593.2 ლარით განისაზღვრა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა
ქალების ხელფასს“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქსტატში ამბობენ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი);
• მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი);

 

LB loan image desktop LB loan image mobile