საქართველოში კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა - stopcov.ge

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევიდან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში სულ 11 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257.