საქართველოში კორონავირუსისგან 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე 13 ადამიანია.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 12 მათთან ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ერთი გამოჯანმრთელებული კი საჩხერის კლინიკაში.

„გამოჯანმრთელებული პირებიდან ჩვენ ცენტრს კიდევ დაემატა ორი. იყო 10 გამოჯანმრთებული და გახდა 12.  ერთმა უკვე დატოვა ცენტრი, მე-12 პაციენტის მდგომარეობა კი უნდა შეფასდეს. მასთან ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, თუმცა აუცილებელია შეფასდეს სხვა კლინიკური მონაცემები. დღეს შეფასდება და ეს პაციენტი დატოვებს ალბათ ჩვენ ცენტრს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 81-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათმა რიცხვმა ამ დროის მონაცემებით 13-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 257,