საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 22 გამოჯანმრთელებულია.

მათ შორისაა ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა და სოციალურ ქსელში დაწერა.

„არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა“, – წერს გამყრელიძე.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 294.