საქართველოში კორონავირუსით 28-ე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით 28-ე ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 59 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში ბათუმიდან 4 დღის წინ გადაიყვანეს.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო, მას თანმხლები დაავადებები და პნევმონია ჰქონდა.

დღეს დილით ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

ეპიდვითარება საქართველოში ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4960
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1819
  • მათ შორის გარდაცვლილი – 28
  • კარანტინის რეჟიმში – 5674
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41