საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 27-ე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 27-ე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსის  შემთხვევათა რაოდენობა 265-ით გაიზარდა. Stopgov.ge-ს განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4664;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1759;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 26;
  • კარანტინის რეჟიმში – 5584;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 781;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

  • აჭარა – 165;
  • იმერეთი – 27;
  • კახეთი – 6;
  • თბილისი -43;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • სამცხე-ჯავახეთი -4;
  • ქვემო ქართლი – 3;
  • შიდა ქართლი – 2.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აქტიური საქმეებიდან 17 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.