საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, დღეს უკვე მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და თბილისში მკურნალობდა. ეს დღეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.


დღეს გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მათგანი, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. კიდევ ერთი გარდაცვლილი ბათუმში 67 წლის მამაკაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

საქართველოში, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა.