საქართველოში M-4 ავტომატების წარმოება დაიწყება - თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება და საწარმო M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს.

„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც  M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს.

ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.