საქმის კურსში ვართ და ვმუშაობთ ამაზე | საგარეო აფხაზური ბარათების თურქულ ბანკებში გამოყენებაზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქული ბანკების მიერ ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების დაწყებასათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამინისტრო და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას ამ საკითხზე.

„სინამდვილეში, ბარათი „აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР,  რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР -ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР -ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „პუბლიკას“ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან  მიაწოდეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ეროვნული ბანკის“ ცნობით, აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების APRA WORLD-ის მომსახურება  ორმა თურქულმა ბანკმა IS BANK-მა (იშბანკი)  და ZIRAAT BANK (ზირაანთბანკი)-მა აფხაზური დაიწყეს.