სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 607 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა მოსარჩელეთათვის - PR Newswire

პუბლიკა

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს 42 დღის ვადაში ზარალის ასანაზღაურებლად 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას PR Newswire ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, თანხა შეინახება დამოუკიდებელ ანგარიშზე, ვიდრე კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული, რის შემდეგაც მოხდება ზარალის ოდენობის საბოლოო თანხის გადახდა მოსარჩელეებისთვის, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის.