სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

საქალაქო სასამართლოს ეზოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები მოთხოვნით – „თავისუფლება მიშას“  საპროტესტო აქციას მართავენ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მიხეილ სააკაშვილი  განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ, რაც მის მიმართ ხდება, არის დაგეგმილი პროცესი მისი „ინვალიდიზაციისა და მკვლელობის“.


მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიცია გაუფრთხილებლად დაესხა თავს მოშიმშილე მომიტინგეებს და დაარბია, ამის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის წინააღმდეგ კი გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს  სახალხო დამცველს, პოლიტიკური პარტიის წევრებსა და ჟურნალისტებს.

ასევე სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პროტესტი რომ არ განახლებულიყო, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით, რუსთაველზე გამოიყვანეს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ „იმედსა“ და პატარკაციშვილის სხვა საკუთრებებში. ხელისუფლებამ კანონდარღვევით შეუჩერა „იმედს“ მაუწყებლობის ლიცენზია, შემდეგ კი ის და პატარკაციშვილის ქონების ნაწილი მის ოჯახს კანონდარღვევით ჩამოართვეს და შენიღბულად თავიანთ მფლობელობაში მოაქციეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 7 ნოემბრის საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

„არ არსებობს არც ერთი პირის ჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება ვინმეს მიმართ ძალადობაზე, აქციის დაშლაზე ან რაიმე მსგავსზე.

ერთადერთი ჩვენებაა გენშტაბის უფროსის, რომ მიშამ მითხრა, საჯარისო ნაწილები გადაიყვანე „საფრთხე 2-ის“ რეჟიმზეო. რაც არ ნიშნავს არანაირად არც მიტინგის დაშლას და არც ტელევიზიაში შესვლას. მიშას წინააღმდეგ არანაირი ჩვენება არ არსებობს ამ საქმეში“, – ამბობს