საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში პოლკოვნიკი და გენერალი დაიღუპნენ - ბაქო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12 ივლისის ღამეს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე დაწყებული შეტაკებების შედეგად, 7 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის, გენერალი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით შეიარაღებული დაპირისპირება 13-14 ივლისის დილასაც გაგრძელდა.

„დაჭრილები არიან სხვა სამხედროებიც. მათ დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საქმე აღარ ემუქრება”, – წერია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტაუშის რაიონში მიმდინარეობს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებაში ოფიციალური ბაქო და ერევანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.