საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ვიღაცას არ უკეთია ნიღაბი, კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა - გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამკაცრდება რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი. შეზღუდვების დაცვის კონტროლში აქტიურად ჩაერთვება პოლიცია, შრომის ინსპექცია და სხვა საზედამხედველო უწყებები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზედამხედველო უწყებების კონტროლის გარდა, მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა აკონტროლონ, ასევე ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე.

„მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. ერთმანეთი რომ უნდა ვაკონტროლოთ და ერთმანეთს რომ უნდა მივცეთ გარკვეული შენიშვნა… როცა თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და არ უკეთია ვიღაცას ნიღაბი, ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა ადამიანებს. ეს არ არის შენიშვნა, რეკომენდაციაა. გვგონია, რომ ვიღაცა შოლტით უნდა დაგვადგეს და გვითხრას, „ამას რატომ არ აკეთებ?!“ არა, ჩვენით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.