სენატორების ვიზიტი ორპარტიული მხარდაჭერის მაჩვენებელია - აშშ-ის ელჩი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სენატორების, შაჰინის და პორტმანის, ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, სენატორების ვიზიტი ორპარტიული მხარდაჭერის მაჩვენებელია.

„ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორი შაჰინი და სენატორი პორტმანის ვიზიტი. ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ. როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, ბევრი შეხვედრა ექნებათ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს, როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია დღეს ეწვევა.