სესხის გადავადებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ფიზიკურმა პირმა – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამთვიანი საბანკო სესხის გადავადებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ფიზიკურმა პირმა.

მისივე თქმით, კომუნალური გადასახადების დაფარვა კი შეეხო მილიონ ორასი ათას ოჯახს.

„ეს იყო ცეცხლის ჩაქრობა. ამას არავინ არ ეძახის ანტიკრიზისულ გეგმას. ეს იყო, უბრალოდ, ადამიანს რომ გაუჭირდა, შოკი რომ იყო ეკონომიკაში, ჩვენ ადამიანს პირდაპირ სოციალურად დავეხმარეთ “, – თქვა პრემიერმა.

პარლამენტში გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.