შესაძლებელია, ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ - „კომპრომისი“, „შეთანხმება“ - სამნიძე

პუბლიკა

შესაძლებელია, ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ „კომპრომისი“, „შეთანხმება“ – აცხადებს  „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომლის პოზიციით, ამისკენ პირველი ნაბიჯი ამნისტიის აქტზე შეთანხმებით უნდა გადაიდგას.

ის აცხადებს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიაზე ყველაზე ხშირად ისმის შეკითხვა, ხომ არ შეეხება ამნისტია მათ, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს პროტესტის მონაწილეებს.

სამნიძის განმარტებით, ეს ამ ადამიანებს არ შეეხებათ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრების შემდეგ მკაფიო იყოს ეს პოზიცია და აღდგეს საზოგადოებაში ნდობა, რომ კომპრომისით და თანამშრომლობით დოკუმენტის განხორციელება გახდეს შესაძლებელი.