შესაძლოა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდეს - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიესალმება პოლიტიკურ მხარეებთან შეთანხმებას, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გაჩნდეს შეკითხვები.

„ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გვექნება გარკვეული შეკითხვები, იმიტომ, რომ იგივე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, ამნისტიის აქტის შეხება იმ ადამიანებზე, ვინც არასათანადო, არაადამიანურ მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები, და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლა ამ ჭრილში, ეს შეიძლება იყოს პრობლემური ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, წინასწარ ვერ ისაუბრებს, რადგან ჯერ წარმოდგენილი არ არის ამნისტიის პროექტი.

„გააჩნია, რა მუხლებს შეეხება. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასგანაც, თუმცა წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებას, არ ვიცი, რა ტიპის ამნისტიის აქტის მიღება იგეგმება“, – თქვა მან.

დღეს სახალხო დამცველის აპარატში ისაუბრეს იმ სამართლებრივ გზებზე, როგორ შეიძლება გათავისუფლდეს ციხიდან ნიკა მელია.

ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.

სისხლის სამართლის კოდექსი – მუხლი 70

„დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი…

Posted by Gio Burjanadze on ორშაბათი, 19 აპრილი, 2021