„შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერია დამაკნინებელი“ - კობახიძე რუსეთზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიმდინარე შიდა და გარე პოლიტიკურ მოვლენებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიო პოზოცია უკრაინასთან მიმართებაში, რაც გამოიხატა კიდეც რეზოლუციაში, რომელიც მიიღო პარლამენტმა.

ხოლო რაც შეეხება სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ ეს საკითხი მათი მხრიდან არ დგას.

„ჩვენს ხელში არ არის გადამწყვეტი როლის შესრულება ომის არდაშვებაში, მაგრამ ამის მიღმა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები ითხოვენ, გვგონია, რომ უფრო მეტად დაასხამს წყალს იმ დისკურსზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა – ომის არდაშვება.

რაც შეეხება შიშს, ამაზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს … იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. თუმცა, შემდეგ, რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად, “- განაცხადა მან.

მისი თქმით, ისინი პირველ რიგში დაელოდებიან მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით დაიგეგმება მმართველი გუნდის ნაბიჯები.