შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის გადაწყვეტილება პრობლემურია - ჰარცელი

ვასკა მათითაიშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა პრობლემურია და სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას ხელს შეუშლის. კარლ ჰარცერის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

„მხედველობაში მივიღეთ ბატონი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და, ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც, ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.