"სირცხვილიას" აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

პუბლიკა

გიორგი მჟავანაძის და ნოდარ რუხაძის საქმეზე სასამართლოს დღეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. სასამართლო საქმის განხილვას ხვალ გააგრძელებს. პროცესის გადადებაზე საქალაქო სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ “სირცხვილიას” აქტივისტებმა განაცხადეს. გიორგი მჟავანაძის თქმით, პროცესი გაგრძელდება ხვალ და ბრალდების მხარის მტკიცებულებები აბსურდული იყო. ნოდარ რუხაძის ინფორმაციით სასამართლო პროცესი 3 საათზე ჩაინიშნა.

დღეს სასამართლო “სირცხვილიას” სამი აქტივისტის საქმეს განიხილავდა. ლექსო მაჭავარიანი მოსამართლე თამარ მეშველიანმა 1000 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი 9 ნოემბერს პარლამენტთან წინ მიმდებარე აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile